კომპანია NS International Company LLC შედის იმ კომპანიათა ჯგუფში და ის ახორციელებს ისეთი ტექნოლოგიური დანადგარების რეალიზაციას, რომლებიც იწარმოება ევროპის რიგ ქვეყნებში, აგრეთვე ინდივიდუალური და მზა ინტეგრირებული გადაწყვეტილებების მქონე სამთო, ქიმიური, პეტროქიმიური, მეტალურგიული, ენერგეტიკული, ფარმაცევტული და საფეიქრო მრეწველობისთვის საჭირო დანადგარების რეალიზებას.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ისეთი დანადგარების მიწოდება, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მარკირების დასატანად როგორც ჭავლური ისე ლაზერული გამოყენებისთვის და რომელიც მოთხოვნადია თითქმის ყველა ინდუსტრიაში. გარდა ამისა, კომპანია ასევე უზრუნველყოფს დანადგარების მოწოდებას კომერციული ბეჭდვისთვის.
კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ქარხნებსა და საწარმოებთან და დამკვეთს უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის, თანამედროვე, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციით.
„NS International Company“ წარმოადგენს ინდუსტრიული დანადგარების სფეროში ერთ-ერთი ლიდერ, გერმანული კომპანია LEIBINGER-ის (https://leibinger-group.com) ოფიციალურ დისტრიბუტორს და ექსლკუზიურ წარმომადგენელს, რომელსაც გააჩნია 75 წლიანი გამოცდილება კოდირებისა და მარკირების სისტემებში. LEIBINGER-ის უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს თქვენს მაქსიმალურ პროდუქტიულობას და დაბეჭდვის გამორჩეულ ხარისხს. LEIBINGER გლობალურად აღიარებული ლიდერია CIJ ტექნოლოგიაში, მათ შორის, სრულიად ავტომატური საქშენების დალუქვის სისტემით („fully automatic nozzle sealing system“).
თქვენ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად თქვენი პროდუქციის მარკირებისას, ყოველგვარი შეფერხებების ან დაბრკოლებების გარეშე.
უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა, მარტივი ინტეგრაცია თქვენს საწარმოო ხაზზე, მინიმალური ოპერატორისა და ტექნიკური ძალისხმევა, დაბალი საოპერაციო ხარჯები და რესურსების მდგრადი მართვა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ მარტივად ამოისუნთქოთ LEIBINGER-ის ინოვაციურ კოდირებისა და მარკირების სისტემასთან ( 5 წელი სერვისის გარეშე). უახლესი ინოვაცია, IQJET, ახდენს რევოლუციას CIJ ბეჭდვაში.
როგორც ბიზნეს პარტნიორმა რთული ტექნოლოგიური აღჭურვილობის წარმოების მრავალი ცნობილი ლიდერისა, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენს მიერ დასახული მრავალი ამოცანის გადაწყვეტა.
ჩვენი კომპანიის კრედო არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეული კლიენტისა და თითოეული პროექტის მიმართ, ხარისხიანი, ორივე მხარისთვის მომგებიანი და გრძელვადიანი თანამშრომლობა.